понедельник, 18 апреля 2016 г.

         კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, საინტერესო, შემაჯამებელი დღე იყო მე-9 დღე.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ადამიანი თუკი მას სურვილი და ნებისყოფა აქვს მზად უნდა იყოს სიახლისათვის ყოველთვის. განსაკუთრებით ჩვენი პროფესიის ხალხი რადგანაც ჩვენ მუდმივად უნდა ვიყოთ სწავლა-სწავლების რეჟიმში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაში გვეხმარება მასწავლებელთა სახლი რომელიც უფასოდ გვაძლევს ამის საშუალებას.
          ამ ტრენინგის შესახებ მსმენოდა მეგობრებისა და კოლეგებისაგან. ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა გამევლო ტრენინგი და კიდევ უფრო გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა ტექნოლოგიების კუთხით, მითუმეტეს რომ ტრენინგს ქ-ნი გვანცა სალია ატარებდა. ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი მისწავლია ქ-ნი გვანცას ტრენერობით და ეს ტრენინგები კიდევ ერთი დადასტურებაა.
          შედგა ტრენინგი, შედგა კომუნიკაცია ბევრ ახალ კოლეგასა და ტრენერთან. ვისწავლე ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი მეთოდები რომელთაც დარწმუნებული ვარ, რომ დავნერგავ ჩემს პრაქტიკაში. ჩემი შემდგომი პროექტები გაჯერებული იქნება ყველა იმ მეთოდით და სიახლით რომელიც ამ ტრენინგმა შემძინა.
        დიდი მადლობა ქალბატონ გვანცას რომელიც მზად არის მაქსიმალურად დაიხარჯოს ტრენინგებზე. ნანახმა და ნასწავლმა მოლოდინს გადაჭარბა.

воскресенье, 17 апреля 2016 г.

    დღეს ჩვენი ტრენინგის მერვე დღეა. ძალიან მნიშვნელოვანი და ერთგვარი შეჯამება ყველა იმ საკითხისა და დავალებისა რაც ტრენინგის ფარგლებში გვისწავლია და გაგვიკეთებია. დღეს შევაფასეთ სასწავლო პორტფოლიოები, განვიხილეთ ფასილიტაცია ტექნილოგიებით რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. მივიღე ყველა ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე ამომწურავი პასუხი.
      დარწმუნებული ვარ გავითვალისწინებ ტრენერისა და ჩემი კოლეგების უკუკავშირებს, რეფლექსიებს და ჩემს პრაქტიკაში დავნერგავ. უკეთ დავგეგმავ სასწავლო პროექტს და მრავალფეროვან და მნიშვნელოვან, საინტერესო პრეზენტაციებს მოვამზადებ და გავუწევ ფასილიტაციას.

суббота, 16 апреля 2016 г.

   დღეს მეშვიდე და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო დღე იყო. დღეს გავუზიარეთ, განვიხილეთ და შევაფასეთ, პროექტის მონაწილეთა სავარაუდო ნაშრომი, ბუკლეტები, პრეზენტაციები.
    გავეცანით, დეტალურად განვიხილეთ ბლუმისა დაგარდნერის მატრიცა, რომელიც დამეხმარება ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებაში, მოსწავლეთა თვითრეგულირების განვითარებაში, მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით საინტერესო მასალის მომზადებაში. მომცემს საშუალებას მივცე ყოველ მოსწავლეს შესაძლებლობა თავისი მრავალმხრივი ინტელექტის გამოვლენაში.

воскресенье, 10 апреля 2016 г.

     დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო დღე იყო. დღეს გავიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის მიმოხილვა და შეფასების რუბრიკები.
    ვისწავლე როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. გავიგე როგორ უნდა შევუწყო ხელი მოსწავლეებს რომ ისინი თვითრეგულირებად მსწავლელებად იქცნენ. გავიგე როგორ შეესაბამება ერთმანეთს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, შეფასების რუბრიკა, სასწავლო მიზნები და შედეგები.

суббота, 9 апреля 2016 г.

      დღეს ტრენინგის მეხუთე და საინტერესო დღე იყო. გავეცანი ინტერაქციულ ინტერნეტრესურსებს მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად. განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და გამოყენების მეთოდები. გავერკვიე ონლაინ ინფორმაციის მარტივად გადმოწერის შესაძლებლობების პირობებში.
    დღევანდელი ტრენინგი დამეხმარება დავიცვა სტრატეგიები საავტორო უფლებების საკითხებზე მუშაობისას, გავითვალისწინო რა გავლენა აქვს საავტორო უფლებების კანონმდებლობის გამოყენებას სასწავლო გარემოზე. გავაუმჯობესებ ცოდნას თუ  როგორ გამოვიყენო ინტერნეტი კვლევისთვის.

пятница, 8 апреля 2016 г.

  დღეს ტრენინგის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, მეოთხე და საინტერესო რადგანაც გავეცანი შეფასების სტრატეგიებს, შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს.
    დღევანდელი ტრენინგის  შემდეგ შევძლებ შევაფასო მოსწავლეთა საჭიროებები სხვადასხვა მეთოდით, დავეხმარო მათ დაუკავშირონ არსებული ცოდნა შესასწავლ საკითხს, შეაფასონ ერთმანეთის სამუშაო. შევძლებ დავეხმარო მოსწავლეებს სწორი მიმართულებების შენარჩუნებაში პროექტზე მუშაობისას.  

суббота, 2 апреля 2016 г.

  დღეს ტრენინგის მესამე დღეა. დღეს გავეცანი და ვისწავლე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება და შედგენა. გავეცანი რამდენიმე მაგალითს და შევეცადე მომერგო ის ჩემი პროექტისთვის.
   დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ  დამაფიქრა ამ ტრენინგზე დასწრების  აუცილებლობაზე რადგანაც დღეს მიღებული ცოდნის საფუძველზე შევძლებ ჩამოვაყალიბო საკვანძო შეკითხვები ისე რომ შევუწყო ხელი მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას.