понедельник, 18 апреля 2016 г.

         კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, საინტერესო, შემაჯამებელი დღე იყო მე-9 დღე.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ადამიანი თუკი მას სურვილი და ნებისყოფა აქვს მზად უნდა იყოს სიახლისათვის ყოველთვის. განსაკუთრებით ჩვენი პროფესიის ხალხი რადგანაც ჩვენ მუდმივად უნდა ვიყოთ სწავლა-სწავლების რეჟიმში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაში გვეხმარება მასწავლებელთა სახლი რომელიც უფასოდ გვაძლევს ამის საშუალებას.
          ამ ტრენინგის შესახებ მსმენოდა მეგობრებისა და კოლეგებისაგან. ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა გამევლო ტრენინგი და კიდევ უფრო გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა ტექნოლოგიების კუთხით, მითუმეტეს რომ ტრენინგს ქ-ნი გვანცა სალია ატარებდა. ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი მისწავლია ქ-ნი გვანცას ტრენერობით და ეს ტრენინგები კიდევ ერთი დადასტურებაა.
          შედგა ტრენინგი, შედგა კომუნიკაცია ბევრ ახალ კოლეგასა და ტრენერთან. ვისწავლე ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი მეთოდები რომელთაც დარწმუნებული ვარ, რომ დავნერგავ ჩემს პრაქტიკაში. ჩემი შემდგომი პროექტები გაჯერებული იქნება ყველა იმ მეთოდით და სიახლით რომელიც ამ ტრენინგმა შემძინა.
        დიდი მადლობა ქალბატონ გვანცას რომელიც მზად არის მაქსიმალურად დაიხარჯოს ტრენინგებზე. ნანახმა და ნასწავლმა მოლოდინს გადაჭარბა.

Комментариев нет:

Отправить комментарий