суббота, 26 марта 2016 г.

    თანამედროვე საზოგადოება მიუღებელია სიახლეებისადმი ლტოლვის, ამ სიახლეების გაგება-გააზრებისა და დანერგვის გარეშე. დღეს ყველა სფეროში და მითუმეტეს პედაგოგიურ საქმიანობაში ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და საჭიროა ღრმად გააზრებული გვქონდეს რომ მუდმივად უნდა ვზრუნავდეთ ჩვენს პროფესიულ თუ პიროვნულ განვითარებაზე.
     ჩემთვის როგორც სქემაში ჩართული ერთ-ერთი ოპტიმისტი ახალგაზრდა პედაგოგისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემთან ერთად ჩემი წინსვლისთვის ჩემი სახელმწიფოც ზრუნავს. სხვა პედაგოგებისაგან მსენოდა intel-ის ტრენინგებზე და ძალიან მაინტერესებდა რას გულისხმობდა პროექტებით სწავლება, რას მომცემდა ეს ტრენინგი ისეთს რასაც წარმატებით დავნერგავდი ჩემს პრაქტიკაში.
     პირველივე დღეს ჩემი მოლოდინი გამართლდა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია და კარგია რომ შედგა კომუნიკაცია ახალ ადამიანებთან, ტრენერთან. გავიგე ბევრი საინტერესო სიტყვის განმარტება რომელიც ჩემთვის ბუნდოვანი იყო. გავიგე და გავეცანი აღნიშნული ტრენინგის სახელმძღვანელოსა და მის სტრუქტურას, სახელმძღვანელოსთან მუშაობის წესებსა და მეთოდებს. მივიღე ამომწურავი ინფორმაცია ტრენინგის მოდულებისა და აქტივობების შესახებ.
    ყოველივე იმან რაც გავიგე კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმის თაობაზე თუ რომელ რესურსებს ვიყენებდი გაკვეთილზე და როგორ, მომცა იმის საშუალება, გავაუმჯობესო ჩემი ცოდნა იმისათვის რათა უკეთ დავგეგმო და განვახორციელო ტექნოლოგიებით გაჯერებული საინტერესო და მნიშვნელოვანი გაკვეთილი.

Комментариев нет:

Отправить комментарий